ბესა ქართლელიშვილი (დაბ. 1980, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და თბილისის ეკონომიკის ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში. მკვეთრი იუმორით განმსჭვალული გამომხატველობითი კვლევა, რომელიც უღრმავდება ინდივიდის პირადი ცხოვრების სოციალურ და პოლიტიკურ მისტიციზმს, ბესას სახელოვნებო ხედვისა და მოქმედების ქვაკუთხედია. ასევე, არტისტი ცდილობს, მიაღწიოს იმიტაციის იმ წერტილს, რომლითაც იწყება და მთავრდება ჭეშმარიტი ხელოვნება.