ქრისტინე ტუსიაშვილი (დაბ.1982 თბილისში) ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. 2000 - 2006 წლებში სწავლობდა ხელოვნების თეორიას და ისტორიას თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 2008 წელს გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 2009-2014 წლებში ის სწავლობდა პროფესორ თომას გრუნფელდთან. დაამთავრა ესენის სამხატვრო აკადემიის ფოტოგრაფიისა და მედიის ფაკულტეტი (იყო კრისტიან ჰანცშის სტუდენტი). ის ძირითადად მუშაობს ვიდეო ინსტალაციებზე, პერფორმანსებზე, ფოტოგრაფიაზე. მან მონაწილეობა მიიღო არაერთ ჯგუფურ და სოლო გამოფენაში გერმანიაში, ინგლისში, პოლონეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში.