მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე თბილისში დაფუძნებული არტისტებისა და კურატორების დუოა. უმეტესად საჯარო და მიტოვებულ სივრცეებში მუშაობისას, თავიანთი არტისტული თუ კურატორული პროექტებით აჩენენ ხელოვნებას მოულოდნელ ადგილებში და ამით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ განსხვავებული მომავლის შესაძლებლობას. წყვილი დაინტერესებულია პოსტსაბჭოთა მითოლოგიით, ნელ-ნელა მილეული ცოდნით, უხილავი ადამიანებით, დავიწყებული ადგილებითა და გამქრალი მოგონებების რეაქციით.