თამარ ჩადუნელი (დაბ. 1991, რუსთავი) ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. 2013 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტი და იმავე წელს მიიღო თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - თბილისის არაფორმალური მაგისტრის ხარისხი მედიაციაში. 2017 წელს სწავლას შეუდგა სახვითი ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტ Städelschule-ში, ვილემ დე როოის მასტერკლასზე. კონცეპტუალურ ჭრილში მისი შემოქმედება ხასიათდება სხვადასხვა მედიუმების კომბინაციით: სკულპტურა, ფერწერა, გრაფიკული ნახატი, ვიდეოთამაშები, ანიმაცია და პროცედურული ინსტალაცია. თამარის ნამუშევრები უკვირდებიან ვიზუალური კულტურისა და გამოსახულების წარმოების ენას, თუ როგორ ზეგავლენას ახსდენს მეხსიერებისა და წარმოსახვიდან გამოხმობილი ყოველდღიური საგნების დიზაინი და არქიტექტურა, იმ მოზღვავებულ გამოსახულებებზე, რომლებსაც ჩვენ გარშემო ვხედავთ.
ჯგუფ “ბლოკ 21”-თან ერთად თამარმა დააფუძნა არტისტული რეზიდენციის პროგრამა ქალაქ რუსთავში.