ეს ვიდეო თავისთავად ხელოვნების ნიმუში არ არის, არამედ გახლავთ Google Maps-ში ატვირთული, ონლაინ გამოქვეყნებული ნამუშევრის დოკუმენტაცია. გაყევით ბმულს: >> https://bit.ly/3aXhOVK

ნამუშევარი წარმოადგენს ქართულად დაწერილი ტექსტების (ლექსების, სიტყვების, ფრაზების) გამოფენას (წიგნს). ტექსტები თბილისში, დიდხევის დაღმართში იყო გამოფენილი. დრამატურგია დაღმართის ზედა ნაწილში იწყება და მტკვარს მიუყვება, სადაც ხედი ყოფილ კუნძულ მადათოვსა და მთაწმინდაზე იშლება. ნამუშევრის მეორე შრე არტისტის კატის სიკვდილზეა, რომელიც მანქანამ გაიტანა და ნაგვის ურნაში მოისროლეს.

ინგლისური სუბტიტრები მხოლოდ და მხოლოდ თემის, მიდგომის და დრამატურგიის გასაგებადაა მოცემული და პოეზიას არ წარმოადგენს!