იმისთვის რომ მთლიანობა მიმეღო, სხეულები და სიტყვები დავანაწევრე. სისრულის მოსაძებნად ყველაზე ფემინურ და საკრალურ სივრცეში შევედი. სივრცეში სადაც, ერთი შეხედვით ყველაზე მეტი “სხეულებრიობაა”, თუმცა ზუსტად ამის ხარჯზე ხდება სხეულის დავიწყება, სილამაზის სტანდარტების დათმობა და ერთიანი, დიდი, ქალური სხეულის და სათქმელის შექმნა.
ყველაზე მკვეთრად, ალბათ ამ ვიდეოზე მუშაობისას გავიაზრე გამოსახულების და ტექსტის ძალა, დანაწევრების ხარჯზე ერთიანობის მიღების მცდელობა. მაგრამ, ზუსტად იმავეს რასაც შეუძლია შექმნა, აქვს დაშლის უნარი. ამ უნარს დღევანდელი სამყაროც იყენებს, სარეკლამო ტექსტები და ფოტოები ყოველდღიურად ხდება ჩვენი არასრულყოფილების, სხეულების განადგურების მიზეზი. ჩვენი გზა დღევანდელი სამყაროს მიერ შემოთავაზებულ იდეალამდე ჩვენივე თავის დანაწევრებაზე, საკუთარი თავის გაუცხოვებაზე გადის.
როდესაც ამ ვიდეოს ამეტყველებაზე ვფიქრობდი, ქალების ტექსტებთან მივედი, მათი სიტყვები იყო თამამი და გულწრფელი. მე მათი გაერთიანება მინდოდა თუმცა ისინი cut-up-ის ტექნიკით დავჭერი. უცნაურია, რაც მათი შერწყმის მერე მივიღე, პირადად ჩემი და ალბათ ბევრი ქალის მანიფესტი აღმოჩნდება.
ჩვენი ერთიანი, სრულყოფილი სხეული და მისი ხმა.