მატილდას ვალსი

ორი ურთიერთდაკავშირებული ელემენტის განცალკევების გზა. “მატილდას ვალსი” ინტერაქტიული ვიდეო ინსტალაციაა. ინსტალაცია საკმაოდ მარტივია და რთულ მოწყობილობებს არ საჭიროებს. ინსტალაცია ძალიან ინტერაქტიულია და მისი გამოფენა შესაძლებელია ოთახში, ბაღსა და ა.შ. “მატილდას ვალსის” ნახვა სხვადასხვა კუთხიდან შეიძლება. მაგალითად, მაყურებელს შეუძლია თავისი ჩრდილის გასწვრივ იმოძრაოს, ან თუნდაც დაშორდეს მას. მრავალმხრივი პერსპექტივიდან გამომდინარე ხანდახან შეუძლებელია ნამდვილი და არარეალური სურათების ერთმანეთისგან გარჩევა.