გიო სუმბაძე (დაბ. 1976, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზანისა და ვიზუალური კომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. გიო მულტიმედია არტისტია. მისი ნამუშევრები კონცენტრირდება არქიტექტურასა და ბუნების სტრუქტურაზე, ისევე როგორც არქიტექტურულ დაგეგმარებაზე, რომელიც ხან ბუნების ელფერებს იმეორებს და სხვა დროს, უპირისპირდება მას. როგორც თავად ამბობს, თავისი ნამუშევრები “სივრცის და დროის ტიპოლოგიური დოკუმენტაციებია.” არტისტი პასუხს იღებს იმისგან და იმათგან, ვინც/რაც მის ობიექტივში ექცევა. ეს მისი შთაგონების უმთავრესი წყაროა.
2013 წელს გიო სუმბაძემ ვენეციის 55-ე ბიენალეზე საქართველო წარმოადგინა. არქიტექტურული პროექტის - “კამიკაძე ლოჯია” - შთაგონება თბილისის არაფორმალური არქიტექტურა გახლდათ. გიო წევრია თბილისში დაფუძნებული არტისტული ჯგუფისა, “გოსლაბი”.