გიორგი გრძელიშვილი (დაბ. 1996) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2014-2015 წლებში სწავლობდა თავისუფალ უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის ფაკულტეტზე, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. ის არის მულტიდისციპლინური დიზაინერი, ილუსტრატორი, მოქანდაკე. ახლა მუშაობს უფროსი გრაფიკული და მოუშენ დიზაინერის პოზიციაზე, თანამშრომლობს სხვადახვა კომპანიებთან, სხვადასხვა დისციპლინის არტისტებთან და ა.შ. მისი ნამუშევარი „სევდა“ ინსტალაციის სახით გამოიფინა Hotel Stamba-ში Oxygen 2020-ის ფარგლებში.