ვიდეო/პოსტერი

ყოველი გათენებული ღამე განსაკუთრებულია და იმას გაჩვენებს, რასაც გამოძინებული ყურადღებას არ აქცევ, ვერ აღიქვამ. “თბილისი, 6:15AM” შეიქმნა ძველი „ქემკორდერით,” ახალ ქართულ ფონტზე მუშაობის დროს, შესვენების მომენტში, როცა ფანჯრიდან ვიყურებოდი. კორპუსი აქამდე ყოველდღიური ხედის შემადგენელი ნაწილი იყო, არაფერი განსაკუთებული; წვიმიან დილას კი მისი ფორმები და დეტალები სრულიად სხვა ხიბლის მატარებელი გახდა ჩემი „გამოუძინებელი“ გონებისთვის. კორპუსებით სავსე ნაცრისფერ თბილისში, უამრავი ასეთი უხილავი დეტალია. ადამიანის ქმნილება ერევა ბუნებას და უძილო ღამეს, ხან რაში დაინახავ სილამაზეს — ხან რაში, გააჩნია, შენი გონება როგორ შეხედავს მას.