იოანნა წულაია (დაბ. 1998) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2017 წლიდან სწავლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VAADS-ში, ფერწერის განხრით. ის მუშაობს სხვადასხვა მედიასა (ფერწერა, ქანდაკება, ინსტალაცია, ფოტო, ვიდეო) და მასალაში (ზეთის საღებავები, წყლის საღებავები, თაბაშირი, შერეული ტექნიკა, სამშენებლო მასალები, პოლიეთილენი და ა.შ). მისი ნამუშევრები ეხება: ქალის როლსა და მდგომარეობას პირად და ისტორიულ ჭრილში, თავის დამოკიდებულებას გამოხატავს სხეულის ფორმითა და მდგომარეობით; ადამიანისა და გარემოს ურთიერთობას; ეკოლოგიურ პრობლემებს; იოანნას შემოქმედება განვითარების პროცესშია და როგორც მისი ნამუშევრებიდან ჩანს მას აინტერესებს და აგრძელებს ექსპერიმენტებს მასალასთან, მისი თემატიკაც მუდმივ განახლებაშია.