კოკა ვაშაკიძე

კოკა ვაშაკიძე (დაბ. 1983, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. გვიანი 2000-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებსა და პროექტებში. კოკა ვაშაკიძის მულტიმედია პროექტები ხშირად ექსპერიმენტულია და ყოველთვის ეყრდნობა კვლევას. ის არის ჟურნალის, Caucasus Art Magazine და 2020 წელს შექმნილი ვებარქივის დამფუძნებელი და რედაქტორი. არის ქართულად გამოცემული ნიკოლას ბურიოს წიგნის - “რელაციური ესთეტიკა” - თანამთარგმნელი, და სახელოვნებო და კულტურული პლატფორმის - “კუბი კონტექსტში” - თანადამფუძნებელი.

კოკა ვაშაკიძის ნამუშევრები