სოციალურ მედიაში ქექვისას, წავაწყდი ბმულს, რომელიც იუწყებოდა: “რომის პაპის არჩევნები დასასრულ ახლოვდება და მალე სამყაროს ახალი პაპი ეყოლება.” მიმდინარე ამბებმა ამაღელვეს და სანამ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დღეს ველოდებოდი, გადავწყვიტე, ამ მოვლენის განვითარებას ფეხდაფეხ მივყოლოდი. ამის საუკეთესო საშუალება, რა თქმა უნდა, ტვიტერის სტრიმია. #pope დავძებნე და ცოტა ხანში, რომის პაპსა და მის არჩევნებზე ინფორმაციამ წამლეკა. ამ ყველაფერში აღმოვაჩინე, რომ ამჟამინდელი პაპი, ფრანცისკე პირველი რომის პაპი იყო, რომელიც სოციალურ მედიას მოესწრო და რომელსაც, სოციალური მედია ღიად განიხილავდა, რადგან პაპ ბენედიქტე XVI-ის არჩევნების დროს, არც ტვიტერი და არც ფეისბუქი არსებობდა. წმინდა პეტრეს მოედანმა კიბერ რეალობაში გადმოინაცვლა და ამით ემანსიპირდა. გამახსენდა ვიდეოხელოვნების შემქმნელები და გადავწყვიტე, ახალი პაპის მოსვლის ფიდი ჩამეწერა, რომ რამდენიმე საინტერესო ტვიტზე გამესვა ხაზი და მეტ-ნაკლებად, დამეწერა ფრანცისკეს ალტერნატიული, სოციალური ბიოგრაფია და აღმეწერა, როგორ მიიღო ის საზოგადოებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.