მაია სუმბაძე (დაბ. 1972, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. ის 1994-97 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1993-94წწ გერიტ რიტველდის აკადემიაში, ამსტერდამი, ნიდერლანდები. არტისტი მუშაობს სხვადასხვა მედიაში: ფერწერა, გრაფიკა, ვიდეო, ინსტალაცია, აუდიო, კომპიუტერული გრაფიკა. შთაგონებას იღებს ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩაბეჭდილი სურათებიდან, გარემოში არსებული ფერებიდან, ფორმებიდან, განათებიდან, ბგერებიდან. მისი ინსპირაციის წყაროა ყოველდღიურობაში შექმნილი განსხვავებული ატმოსფერო, სამუშაო მასალა, რომელიც თავად კარნახობს მხატვარს რა სახე მისცეს სურათს.
მაია სუმბაძე არის წევრი ხელოვანების ჯგუფის „გოსლაბი“.