ნადია წულუკიძე (დაბ. 1976, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. 2010 წელს ამსტერდამში, თეატრისა და ცეკვის აკადემიაში ნამუშევრისთვის - “სიყვარულისთვის მზად ან იდენტობის შვიდი ფრაგმენტი” - მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2011 წელს ამ ნამუშევრისთვის ნომინირებული იყო Neu/Now Festival-ზე. ნადია უკვირდება სხეულს, როგორც სოციალურ კონსტრუქციასა და პირად არჩევანს შორის მოლაპარაკების შედეგს. მოლაპარაკების ამ პროცესს ნადია განსაზღვრავს, როგორც პერფორმატიულს, რადგანაც ის მოიცავს თვითპერფორმანსს “სხვასთან” მიმართებით. სწორედ ამ პერსპექტივით შემოიფარგლება მისი შემოქმედება და მიმართულია განსაზღვრულ ჩარჩოში “საკუთარი თავის” დაკვირვებისკენ.