XXI საუკუნე. საქართველო. მრუმე სივრცეები. უზარმაზარი, ჟანგიანი მექანიზმები ჯერ კიდევ მუშაობს. დამუნჯებული ხმის სუბტიტრები. პოლიტიკური გამოსვლები ექოებივით “ხმიანდება” და უფროდაუფრო ხმამაღალი და აბსურდული ხდება. საქართველოსაც კი, ასეთ პატარა ქვეყანას, ისეთი იმპერიის აშენება სურს, როგორც დავით აღმაშენებელის დროინდელ ოქროს ხანაში იყო.