ნიკოლოზ კაპანაძე (დაბ. 1994, მოსკოვი, რუსეთი) ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. 2015 წელს დაასრულა ბრემენის იაკობსის უნივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. ბრემენის ხელოვნების უნივერსიტეტში რამდენიმე სემესტრის სწავლების შემდეგ, მობილობით გადავიდა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც 2020 წელს დაიცვა მაგისტრის ხარისხი ხელოვნებასა და მედიაში. ამჟამად, ნიკოლოზი ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში ალბერტო დე კამპოს მაგისტრანტია (გამოშვების წელი — 2022). მისი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა მედიას: ვიდეო, ინტერაქტიული ინსტალაცია, ვიდეოთამაშები, მოძრავი სურათები, სივრცული აუდიო. მისი ნამუშევრების თემები და მეთოდები ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ემპირიულ, მეცნიერულ დაკვირვებებს, რადგან ნიკოლოზი ცდილობს, რომ მუშაობის პროცესში თავისი ტექნიკური ცოდნა გამოიყენოს. სხვა ნამუშევრებში კი ხშირად იკვლევს ურთიერთობას ახალ მედიასა და მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესს შორის.