პაპუნა ჩივაძე (დაბ. 1989, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. 2013 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ისტორიის, თეორიისა და რესტავრაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. ამავდროულად დაასრულა თბილისის თანამედროვე ხელოვნების არაფორმალური კურსი: მოძრავი სურათები/ვიდეოხელოვნება. აქედან მოყოლებული, მონაწილეობა მიუღია არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. მუშაობს ფოტო და ვიდეო მედიუმებში. ამასთანავე, პაპუნა შეისწავლის სურათებს ანალიტიკური ფილოსოფიისა და ესთეტიკის ჭრილში, მუშაობს მთარგმნელად და ფლობს სამ ენას, დაინტერესებულია პოლიტიკურ იდეოლოგიასა და სურათებს შორის კავშირში. პაპუნას ნამუშევრები უღრმავდება შიდა და გარე სივრცეების გადაკვეთის წერტილების აღმოჩენასა და მათ სრულყოფილად გადმოცემას.