სოფიო ტაბატაძე (დაბ. 1977, თბილისი) ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინსა და თბილისში.
მისი შემოქმედების სფეროებია ინსტალაცია, ვიდეო, გრაფიკა. დამთავრებული აქვს თბილისის ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და გერიტ რიტფელდის აკადემია (Gerrit Rietveld Academie, ამსტერდამი, ჰოლანდია), იყო ვიზუალური ხელოვნების სკოლის გაცვლითი პროგრამის მონაწილე (School of Visual Arts, ნიუ-იორკი, აშშ).
სოფიო ტაბატაძე მონაწილეობდა ისეთ გამოფენებსა და პროექტებში, როგორებიცაა “პროექტი როტერდამი”, ბოიმანსის მუზეუმი, როტერდამი, ჰოლანდია), “Humancon Undercon” საქართველოს პავილიონი 52-ე ვენეციის ბიენალეზე (2007, ვენეცია, იტალია), “Not Only Possible, But Also Necessary: Optimism in the Age of Global War” (2007, სტამბულის მეათე საერთაშორისო ბიენალე, სტამბული, თურქეთი).
ის არის სახელოვნებო ორგანიზაცია „გეოეარის“ დამფუძნებელი.