ზურა აფხაზი (აფხაზიშვილი) დაიბადა გორში 1968 წელს. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. უფლისციხეში, ქართლის რეგიონში, ხატვის მასწავლებლად მუშაობდა. ხელოვანი არის ქართულ-გერმანული საზოგადოების წევრი. მონაწილეობდა გამოფენებში: ცენტრალური მხატვრის სახლი (ЦДХ) მოსკოვი (1996), სადილი ყველას, თბილისის ისტორიის მუზეუმი (2004), არტ კავკაზუსი, მეორე სხეული, GTC-დარბაზი, თბილისი (2005), ქართულ-გერმანული კულტურული გაერთიანება, რეგენსბურგი და Georgia on my mind გალერეაში Alte Schule Adlershof, ბერლინი (2012); “ARS MEDICINE”, ორგანიზატორი გალა გალერეა, მედიცინის მუზეუმი, თბილისი (2013). პერსონალური გამოფენები: “Own LHC” გალა გალერეა, თბილისი (2014); Gallery Lisstros, ბერლინი (2010); “შავ-თეთრი ნეგატივები” , ფრანგული კულტურის ცენტრი, თბილისი (2010); “black&white Silhouette” (2002), “Compressed Space”(2001) and “7 Day” (1999), GI Gallery, ქართულ-იტალიური საზოგადოება, თბილისი.