“გალინა” მოკლე მოგზაურობაზე გადაღებული ფილმია. პირველი გამოსახულება საბაგიროს ვაგონიდან გადაღებული ხედია. ქალი აჭერს ღილაკს და უცნაური მოგზაურობაც იწყება. ბოლო გაჩერება კორპუსია, რომლის წინაც დგას დიდი, თეთრი მანქანა. შემდეგ არის ტექსტი: “როგორ განვკურნოთ მუსიკით.” ჯანმრთელობის არამედიკამენტური საშუალებებით გაჯანსაღების თემა ჩემი ინტერესების სფეროს ნაწილია.
“გალინა” თამაშდება ჭიათურაში, საქართველოს პატარა ქალაქში, რომელიც მთასა და ბარზეა განფენილი. იქ მაცხოვრებელი ადამიანები სამსახურსა და სახლში საბაგიროებით დადიან — მთიდან ბარში ჩადიან და ქვევიდან ზევით ქალაქის სხვა ნაწილში მოხვედრაც შეუძლიათ. ჭიათურაში დღემდე 20 საბაგირო მუშაობს. ვიდეოდ ქცეულ უცნაურ ხედებს, რომლებიც ერთ კორპუსამდე მოკლე მოგზაურობას გვიჩვენებს, თან სდევს ტექსტი იმაზე, როგორ ვუმკურნალოთ ადამიანებს კლასიკური მუსიკის დახმარებით.