ნინო სეხნიაშვილი (დაბ. 1979, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მან დაასრულა თბილისის სახელმწიფო სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი და განვითარდა სხვადასხვა არტრეზიდენციებსა და ღონისძიებებში მონაწილებით, საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ. ნინოს სახელოვნებო ენა არ არის განსაზღვრული ერთი კონკრეტული მედიუმით, ის ცდილობს, განვითარდეს ტრადიციული და თანამედროვე ვიზუალური ტექნიკების მიღმა. 2005 წელს ქეთი სიამაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ყალბი ბენდი “DARIO RADIO.” ნინო სეხნიაშვილი დამფუძნებელია გალერეისა “ნექტარი”, რომელიც წარმოადგენს პერფორმანსისთვის განკუთვნილ სარდაფს.