მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი წარმოადგენს ერთ-ერთ ღია რეპეტიციას "მელვილის ფაბრიკა“, რომელიც აერთიანებს განუსხვავებელ სამუშაო და საწარმოდგენო დროს. “მელვილის ფაბრიკის“ მეთოდი ემსახურება თეატრალური როლის გაუქმებას სცენაზე და საკუთარი თავის როლის შექმნისა და თამაშისაკენ შემობრუნებას აქ და ახლა სიტუაციაში, რათა ამ გზით მონაწილემ იპოვოს ალტერ-ეგოს, სუპერ ეგოსა და ეგოს სქემის პირადი გამოხატულებები და აჩვენოს ეს ასევე მაყურებელს. ფორმალურად ამ მეთოდს საფუძვლად დაედო პიესა “მელვილის ფაბრიკა”, სადაც მოცემული იყო შინაარსის მონახაზი და ასევე შესრულების პირობები. 1997-98 წლებში “მელვილის ფაბრიკა” რამდენჯერმე განხორციელდა თბილისის ბალეტის სკოლაში და ერთხელ დისკო კლუბ “აი-ჯი-ეი”-ში.
მელვილის ფაბრიკის მოქმედებითი იმპროვიზაციის დროს მსახიობებს არ გააჩნიათ უშუალო ფიზიკური ან ტექსტობრივი გამოხმაურებები ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება ადგილი ჰქონდეს დირექტიული დიალოგის დაწყების მცდელობასაც კი, მსახიობები მაინც საერთო, დაუნაწევრებული და გამიჯნული ფონის იზოლირებულ ნაწილებს წარმოადგენენ და ერთმანეთს თითქოს შუშის ზედაპირის მიღმა აღიქვამენ.
ნამუშევრის ავტორი: დავით ჩიხლაძე
მონაწილეები: ნუცა იაშვილი, ნიკა შანავა, ქეთო ტატიშვილი, ანა კალანადარიშვილი, ლაკო მაჭავარიანი, გიგი ლორია, თამარ კორკოტაშვილი, ელენე მელიქიძე, პინი კაპანაძე, გიორგი წამალაშვილი, მარიამო ჭოლოკავა, ცისია როსტიაშვილი, სალომე ფილიშვილი
ფილმი: ივა ჩიტიძის
პროექტი განხორციელდა თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის არტისტერიუმის ფარგლებში, Offline-Online, 2020;
მხარდამჭერები: “არტარეა/TV2.0” და “ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი”