“ახალი, საუკეთესო, მარტივი ცხოვრება“ - შემთხვევით ნანახი წარწერა რეციკლირების დიდი შავი ფერის პოლიეთილენის პარკებზე - წარმოადგენს თეატრის მიმდინარე ნამუშევრის სათაურს და კონცეფციას, რომელიც დაიწყო რიჩარდ ფორმანის დიალოგის დღიურების საფუძველზე. ტექსტობრივი ფრაგმენტების ზოგიერთი ნაწილი დეკონსტრუირებული და გადატანილი იქნა მოძრაობით ციტატებში და შემდეგ კვლავ იქნა რეკომბინირებული ახალი ფორმებისა და მნიშვნელობების მისაღებად. სცენოგრაფიულად ნამუშევარი განსაზღვრულია შემთხვევითი ან ზედაპირული მგრძნობელობისთვის, კაბარეს მსუბუქი და მარტივი მიზანსცენებით, სავაჭრო ცენტრების ყოველდღიური და რეალისტური მზა კოსტუმირების ესთეტიკის გამოყენებით.