საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყაროა. მერია თავს არიდებს საწვავის ხარისხზე რეგულაციების დაწესებასა და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლებას. პრობლემა დღემდე გადაუჭრელია და ჰაერი იწამლება. ნამუშევრის პირველ ნაწილში არტისტი ეხმარება ტრანსპორტს, რომ მათ თავიანთი ემოციები გამოხატონ და ეს მონოქრომულ გამოსახულებებში ითარგმნება. გამოსახულებები, რომლებიც თბილისის ცას და ატმოსფეროს ირეკლავენ. ნამუშევრის მეორე ნაწილში, არტისტი შეგროვებულ დაბინძურებას გულმოდგინედ დებს კონვერტში და შავ ლაქას* უგზავნის თბილისის მერს.
*“შავი ლაქა” რობერტ ლუის სტივენსონის რომანიდან “განძის კუნძული” არის. ამ რომანში მეკობრეები შავ ლაქას (ფურცელს, რომლის ერთი მხარეც შავია) უგზავნიან დამნაშავე პიროვნებებს როგორც გაფრთხილებას.