გვანცა ჯიშკარიანი (დ .1991) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 2012 წელს, შემდეგ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე ხელოვნების ცენტრ-თბილისში, 2013.
ის არის მულტიმედია ხელოვანი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მედიაში, მათ შორის ფერწერაში, ფოტოგრაფიასა და ქანდაკებაში. მისი შემოქმედება ეთმობა ექსპერიმენტაციას, სხვადასხვა მასალასა და გამოხატვის ფორმაში. მისი ნამუშევრები ხშირად ეხება მის პირად ემოციებს და გამოცდილებებს, ასევე ასახავს დღევანდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ რეალობებს. მხატვარი ხშირად იყენებს იუმორს ამ ღრმად პირადი და მეტად აქტუალური თემების განსახილველად. მის შემოქმედებაში ასევე დიდი ადგილი უკავია ლოკალური კულტურისა და რეწვის ტრადიციების გამოკვლევას, რასაც ხელოვანი ღრმად შეისწავლის და შემდეგ ამ ცოდნებზე დამყარებით ქმნის საკუთარ ინტერპრეტაციებს.