“The Gripes” არის იგავ-არაკი მელაზე, რომელიც ყურძენს ვერ შეწვდა. სუბტიტრების ტექსტი წარმოადგენს ამონარიდს ჯეიმზ ჯოისის რომანის - “ფინეგანის სამძიმარი” - ერთ-ერთი თავიდან: “The Mookse and the Gripes” (ეზოპეს იგავ-არაკის - “მელა და ყურძენი” - ვერსია).

ვიდეო პოლიეთერის ქარხანაშია გადაღებული. გაფართოებული პოლიეთერის მაღალი რიგები ნელა მოძრაობს და უხილავ კანონებს ემორჩილება. თითქოს ლივლივებენ და სიმეტრიულად არიან განლაგებულები. კამერა უმეტესად არ მოძრაობს და ისინი უცნაური თეატრალური დადგმის მსახიობებივით გამოიყურებიან. ვიდეოს თან სდევს სუბტიტრები, რომლებიც წარმოადგენს ამონარიდს ჯეიმზ ჯოისის რომანის - “ფინეგანის სამძიმარი” - ერთ-ერთი თავიდან “მელა და ყურძენი”. ამ იგავ-არაკის შინაარსი აბსურდული ტექსტია, რომელშიც პერსონაჟები ლოგიკის გარეშე ურთიერთობენ. ვიდეო ტექსტითა და მოძრაობითი აბსტრაქციის ნაირსახეობებს წარმოაჩენს.