სანდრო სულაბერიძე (დაბ. 1991) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ის 2009-2014 სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნება/ფოტოგრაფიის მიმართულებით. მისი მულტიმედიური ნამუშევრები ძირითადად უღრმავდება სინათლის მნიშვნელობას - მის გავლენას სხეულსა და გონებაზე. სანდრო ფოტოგრაფიულ საფუძველს და ოპტიკურ პრინციპეპს თავის შემოქმედებით პრაქტიკაში ხშირად იყენებს. 2014 წლიდან, ნამუშევრით "ბუზის თვალთახედვა" იწყებს ექსპერიმენტებს მხედველობაზე, აღქმაზე. თვითნაკეთი კამერებითა და მოწყობილობებით აღჭურვილი არტისტი, სხვადასხვა არსებების მიერ დანახულ რეალობას აღწერს.