ვატო ურუშაძე (დაბ. 1988, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. 2017 წელს დაამთავრა კრემსის დუნაის უნივერსიტეტი, სადაც დაიცვა თავისი სამაგისტრო ნაშრომი - “კულტურული სტრატეგია 2025: თანამედროვე ხელოვნების მემკვიდრეობა და შეგროვების პოლიტიკა საქართველოში.” მისი ინტერესების არეალი მოიცავს კულტურული პოლიტიკის წარმოების სახელოვნებო გადასინჯვისა და რღვევის გადაკვეთას; ისევე როგორც შუამავლობითი გონებების, სხეულების და საგნების ახლადგამოჩენილი გზების ძიებას.
ვატო თანადამფუძნებელია დამოუკიდებელი სახელოვნებო პლატფორმისა — “მდგომარეობებს შორის”. ასევე, წევრია თბილისში არსებული არტისტების კოლექტივისა — “InChina”.