ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს…”

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი - იოანე ზოსიმე

 ‘’The symbols are laid around the circle and you are to locate yourself in the centre.’’ Pathways to bliss  – Joseph Campbell.

 Hermes Trismegistus – “God is an infinite sphere, the center of which is everywhere, the circumference nowhere.”

არქიტექტურის ისტორიის წიგნები იწყება მეგალითური კულტურიდან დოლმენებიდან, რომლებიც ყოველ ადამიანს სამყაროს მარადიულობას ახსენებს. არტეფაგებში ნაპოვნი დისკი და ტონიან ქვებზე შემორჩენილი ნიშნები (მზე, მთვარე, ვარსკვლავები) მიგვანიშნებს ადამიანების და კოსმოსის კავშირებზე უხსოვარი დროიდან. ჩვენი ასომთავრული ანბანიც ამასვე მოწმობს და ზოგიერთი კვლევის მიხედვით შუმერებიდან იღებს სათავეს.

 ანბანის პირველი ასო:

1 ანი - მთვარე, ცა, მამრი ღვთება - რიცხვითი მნიშვნელობა 1.

4 დონი - დღე, ღვთება მზე, დედა ღვთაება - რიცხვითი მნიშვნელობა 4.

9 თანი - თვალი, ღვთაება სინათლე, მეცხრე ცა - რიცხვითი მნიშვნელობა 9.

11 კანი - კარები, დაბადება, მარადისობა - რიცხვითი მნიშვნელობა 20.

19 რა - რა ღვთაება მზეთამზე - რიცხვითი მნიშვნელობა 100.

34 ხარი - რიცხვითი მნიშვნელობა 7000.

 

ფინიკიურ დედა ანბანში სულ 22 ასო ნიშანი იყო, ანუ 22 იდეოგრამა. პირველიაალეფი” - ხარის იდეოგრამა. შემდეგიაბეტი”, რომელიც სახლს აღნიშნავს, ხოლო მეოთრე ნიშანიდალეთ” - კარს. ფიქრობენ, რომ ჩრდილო სემიტური ანბანი ფინიკიურიდან წარმოიშვა. ჩრდილო-სემური ანბანი 22 იდეოგრამა - აკროპონს ითვლის.

სემიტური ანბანი ალეფით - ხარით იწყება და მთავრდება

22- თავ, ჯვარი.

შუმერები ხარს დედამიწას უწოდებენ.

ასომთავრული ანით იწყება (მთვარე) და მთავრდება 35 ჯვარი ასოთანიშანი -

8000.

გამოდის, რომ ქართულ ანბანს მთვარის ღმერთის საკულტო ცხოველი - ხარი ამთავრებს და ანბანის დასასრულს აქაც ჯვარია დასმული. სემურ ანბანს ხარისალეფისიდიოგრამა-აკროფონი იწყებს ხოლო ქართულ ასომთავრულს პირუკუ, ხარის იდიოგრამა-აკროფონი ამთავრებს.

ებრაული ენა - ივრითი განეკუთვნება სემიტურ ენათა ქანაანურ ჯგუფს.

იწყება ალეფით და მთავრდება ტაფ .את .

 

ფილმის მიზანია მიგვაახლოვოს ჩვენი წინაპრების უძველეს ფესვს და დაგვანახოს კოსმიური კავშირების მნიშვნელობა ცივილიზაციის ამ ეტაპზე.

გაგვახედოს მარადისობასთან, შეგვახსენოს ძველ და პატარა ერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვართ მსოფლიოსთვის, რადგან ჩვენშია ის იდუმალი გასღები( ანბანი), რომელმაც აქამდე მოგვიყვანა შეგვანარჩუნებინა იდენტობა და გაგვიხსნა გზა მარადიული მოძრაობისკენ.

გამოყენებული ლიტერატურა: ქართული ასომთავრული, რამაზ პატარიძე

 

შემოქმედებითი ჯგუფი:

რეჟისორი და ქართული ანბანის ქორეოგრაფი: მაკა კილაძე

ებრაული ანბანის ქორეოგრაფი: საარ ჰარარი

მოცეკვავე: ნათია ჩიკვაიძე

მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე

კამერა და მონტაჟი: საბა შენგელია, დავით ნადარაია

ანიმაცია: საბა ქარსელაძე

გრაფიკული დიზაინერი: გიორგი თავშავაძე