მაკა კილაძე (დაბ. 1975) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ის არის მულტიდისციპლინარული არტისტი და კულტურის მენეჯერი. ასევე, გამოცდილება აქვს ვიზუალურ და საშემსრულებლო ხელოვნებაში. ამჟამად, მაკა არის “კირკეს” - ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტალური პლატფორმის - დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
როგორც არტისტი, მაკა მუშაობს სხვადასხვა მედიუმში. მონაწილეობა მიუღია რიგ ჯგუფურ გამოფენაში; ჰქონია პირადი გამოფენებიც.
მაკა, ასევე არის შემქნელი და რეჟისორი ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა (შემოისაზღვრე, წითელი მზე, ტვინის ბანკი, შავი ზღვის ჯადოქრები, ანდროგენთან შეხვედრა).
ამჟამად, თავის არტისტულ საქმიანობასა და პლატფორმა “კირკეს” ხელმძღვანელობასთან ერთად, მაკა მუშაობს ახალი ექსპერიმენტული სოციალური პროექტის — “ჩემი სახურავი” — დანერგვაზე, თბილისის არქიტექტურის ბიენალესა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით.