შეგვიძლია თუ არა ცვლილებებისა და ზემოქმედების მოხდენა, არა მხოლოდ პლანეტარული მასშტაბით, არამედ აზროვნება და კომუნიკაცია კოსმოსთან, სრულიად სამყაროსთან? თუ ეს მხოლოდ უძველესი ლეგენდებია, ზღაპრები და მითები? რა განსხვავებაა რეალობასა და მისტიკას შორის, სად არის ზღვარი სიზმარს და რეალობას შორის? რატომ ვეძებთ სასწაულებს თუ მათ არ ვიჯერებთ? და თუკი დავიჯერებთ ....

‘’თუ საკუთარი თავი გიყვარს, შეგიძლია სხვა ადამიანიც გიყვარდეს ’’

სამყაროში ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან, ამ მოსაზრებას ყველა ძველი რელიგია აღწერს და დღევანდელ დღეს უკვე მეცნიერებიც ამაზე საუბრობენ. ტომ ჩის მოსაზრებით ეს არ არის მხოლოდ ეზოთერული და მისტიური შეხედულება სამყაროს მოწყობის შესახებ და გვიყვება სამ ამბავს გულის, სუნთქვის და ტვინის შესახებ:

გული - გულისცემას სურს გადააადგილოს მოლეკულა რომელსაც ჰემოგლობინი ქვია, ჰემოგლობინშია უმცირესი მოლეკულა სახელად ჰემი (heme B), მის გულში არის რკინის ატომი. რაც ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანის გულში პატარა რკინის ატომია. ჰემოგლობინის მოლეკულას უმთავრესი როლი აქვს, რადგან სწორედ ეს არის ჟანგბადისთვის აუცილებელი, სისტემა ცირკულაციაში რომ მოიყვანოს. რკინა კი წარმოიშვება სუპერ ვარსკვლავებიდან - სუპერნოვადან. გალაქტიკაგრავიტაციულ ცეკვებსაერთიანებს - სამყაროს გრავიტაციულ პროცესებს, რომელიც ვარსკვლავის და რკინის დაბადებას უწყობს ხელს. ზუსტად ეს რკინაა ჩვენ გულისცემაში და ჩვენს ვენებში. ამ პროცესიდან გამომდინარე ყველა გულისცემა კავშირშია.

სუნთქვა - ღრმა ჩასუნთქვა საკუთარი სხეულის შეგრძნების საშუალებას გვაძლევს. 3 მილიარდი წლის წინ ამას ვერ შევძლებდით ჟანგბადის არარსებობის გამო. თუმცა, ამ დროს არსებობდნენ ორგანიზმები სახელად cyanobacteria. ამ ორგანიზმს შეუძლია ფოტოსინთეზი. ახლა ეს ორგანიზმები მცენარეებმა დაატყვევეს და დღეს მათ ჰქვიათ chloroplasts . ისინი კვლავ აგრძელებენ ფოტოსინთეზს და აძლევენ ენერგიას მცენარეებს. აქედან გამომდინარე ჩვენი სუნთქვა სარკეა მცენარეების სუნთქვისა.

ტვინი -

 

რეჟისორი: მაკა კილაძე

პერფორმერები: ნიკა კიკნაძე, ნუცა ხიზანიშვილი

მუსიკა: Nathalie Oceann & Vazha Marr

კამერა/მონტაჟი: საბა შენგელია

 

ფილმის ჩვენებები გაიმართა ფესტივალებზე:

საერთაშორისო ცეკვის ფესტივალი - QUINZENA DE DANCA DE ALMADA (VideoDance Showcase 2019), ლისაბონი/ალმადა, პორტუგალია, 2019;

Instants Vidéo Numériques et Poétiques - 32 Festival Les Instants Vidéo, ადის-აბება, ეთიოპია, 2019;