ჯორდანო ბრუნოს “კირკეს სიმღერის“ ადაპტაცია
ამ ნამუშევრით, ფიზიკურად თეატრი ამ სამუშაოს გამოხატავს ლიმინალური, ზღვარზე მყოფი მოქმედებების და გამოვლინებების მეშვეობით, სცენასა და კულისებს შორის და ავითარებს მიმართულებას ციფრული, მატერიალსტური ან ტექნოკრატიული საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილი ისეთი სააზროვნო და მგრძნობელობითი წარმოსახვის სივრცის გამოყენებისაკენ, რასაც ჩვენ მითოლოგემისა და არამატერიალური მასალის იკონოგრაფიას ვუწოდებთ. კრიტიკოსი ჩარლზ გრინი თანამედროვე ხელოვნების ასეთ პლატფორმას საკუთარი ტერმინებით “მოჩვენებით კიდურით“ და “მესამე ხელით“ აღნიშნავს. მოცემული სადადგმო ნამუშევრის მცდელობაა მოქმედებდეს “არამატერიალური“, ნატიფი მასალის ისეთ ბაზისზე დაყრდნობით, როგორიცაა ნოეტიკა, ტელეპათია და მითოლოგემის კონტექსტი. “მედეას მედიტაციებს წარმოუდგენელი წარმოდგენისთვის“ თავდაპირველად ათი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამართულ ვორკშოპზე.